---
title: "მუხლი 48 — საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)"
url: "https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/48"
law: "საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)"
article: "48"
identifier: "matsne 4801430"
adopted: "1921-02-21"
consolidated_as_of: "1921-02-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48 — საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

> Text consolidated as of 1921-02-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს), მუხლი 48 (consolidated as of 1921-02-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/48

პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრისა და შეხედულებისათვის, რომელსაც გამოსთქვამს თავის მოვალეობის ასრულების დროს. პარლამენტის წევრის პიროვნება ხელშეუხებელია; არ შეიძლება შეპყრობილ ან სამართალში მიცემულ იქნეს იგი, ვიდრე პარლამენტის წევრად ითვლება, თუ თვით პარლამენტმა ამის ნება არ დართო. გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა დანაშაულის ჩადენაზე მიასწრებენ. ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს; შეპყრობილი ან სამართალში მიცემული პარლამენტის წევრი განთავისუფლებულ უნდა იქნეს, თუ პარლამენტი ამას მოითხოვს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/49.md
