---
title: "მუხლი 72 — საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)"
url: "https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/72"
law: "საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)"
article: "72"
identifier: "matsne 4801430"
adopted: "1921-02-21"
consolidated_as_of: "1921-02-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72 — საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

> Text consolidated as of 1921-02-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს), მუხლი 72 (consolidated as of 1921-02-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/72

მთავრობის საერთო უფლება და მოვალეობაა: ა) რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა, თანახმად კანონისა; ბ) თვალ-ყურის დევნა და აღსრულება კონსტიტუციისა და კანონებისა; გ) წარდგენა პარლამენტის წინაშე თავის კანონპროექტისა, აგრეთვე დასკვნისა იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტისა ან ხალხის ინიციატივით არის შემოსული; დ) დაცვა რესპუბლიკის საგარეო ინტერესებისა; ე) უზრუნველყოფა რესპუბლიკისა გარეშე განსაცდელისაგან და დაცვა მისი დამოუკიდებლობისა; ვ) ზრუნვა შინაური წესიერებისა და უშიშროების დაცვისათვის. მოულოდნელ შემთხვევაში, თუ საჭიროებამ მოითხოვა, მთავრობას უფლება აქვს თავის დადგენილებით გამოიყვანოს შეიარაღებული ძალა, ვადით არა უმეტეს 21 დღისა. უკეთუ მეტის ვადით დასჭირდა, პარლამენტიდან უნდა მიიღოს ნებართვა. ზ) განაგოს ფინანსები, სჭრას ფული თანახმად კანონისა, და ყოველ წლივ წარუდგინოს პარლამენტს შემოსავალ-გასავლის სავარაუდო აღრიცხვა ბიუჯეტი; ც) ანგარიში აძლიოს პარლამენტს თავის მოქმედებისა და წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს მოხსენება საქართველოს შინაგან და საგარეო მდგომარეობის შესახებ; წარუდგინოს აგრეთვე განსაკუთრებული მოხსენება, უკეთუ პარლამენტმა მოითხოვა, და თ) შეასრულოს ყოველივე, რაც კანონს ან პარლამენტს მისთვის დაუვალებია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/73.md
