---
title: "მუხლი 1 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/1"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/1

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრუ­ლებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

2. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში – უმაღლესი საბჭო) წინაშე.

3. მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრებისგან.

4. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისთვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 22 ივლისის კანონი №12-რს - ვებგვერდი, 24.07.2026 წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/2.md
