---
title: "მუხლი 10 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/10"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/10

1. მთავრობის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) უმაღლესი საბჭოს მიერ მისი გათავისუფლებისას;
დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
ე) მთავრობის უფლებამო­სი­ლების შეწყვეტისას;
ვ) კანონით შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას;
ზ) საარჩევნო უფლების დაკარგვისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების ან საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოსათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე;
გ) ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლებისას:
გ.ა) უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს მთავრობას მიმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მისაღებად;
გ.ბ) საქართველოს მთავრობის თანხმობის მიღების შემდეგ უმაღლესი საბჭო 1 კვირის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;
დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვა­ლის­წი­ნებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლება­მო­სილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
ე) „ვ“ ქვეპუნქტით გათვა­ლის­წი­ნებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლება­მო­სილება შეწყვეტილად ითვლება თანამ­დე­ბობ­რი­ვი შეუთავსებლობის ფაქტის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღებისთანავე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/11.md
