---
title: "მუხლი 18 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/18"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/18

1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

2. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

3. საკითხზე, რომელიც კანონის შესაბამისად შედის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში, მაგრამ არ მიეკუ­თვ­ნება არცერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო გადაწყვეტილებას არ იღებს ან გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს.

4. თუ საკითხი ერთდროულად შედის რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროში, მათი შეთანხმებით შესაძლებელია ერთობლივი ბრძანების გამოცემა. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/19.md
