---
title: "მუხლი 24 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/24"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/24

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების შესასრულებლად, აფხაზეთის მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეიძლება შემოღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობა.

2. (ამოღებულია - 07.02.2025, № 02-ს).

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მთავრობის თავმჯდომარე.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი:
ა) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას;
ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, აგრეთვე საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
გ) ასრულებს მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, რომლის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს მთავრობა.

7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის კანონი N02-ს - ვებგვერდი, 11.02.2025 წ.
თავი VIII
საქვეუწყებო დაწესებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/25.md
