---
title: "მუხლი 26 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/26"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/26

1. საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-2 მუხლით  განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და შესაბამის სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.

2. (ამოღებულია - 15.12.21, №21).

3. სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს მთავრობა შესაბამისი მინისტრის წარდგინებით.

4. საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 25 ნოემბრის კანონი №17 - ვებგვერდი, 30.11.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი N21-ს - ვებგვერდი, 20.12.2021 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/27.md
