---
title: "მუხლი 27 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/27"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/27

სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს, შესაბამისი მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი ინიშნება შესაბამისი მინისტრის უფლებამოსილების ვადით, ხოლო სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე ინიშნება ამავე საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 25 ნოემბრის კანონი №17 - ვებგვერდი, 30.11.2020 წ.
თავი IX
მთავრობის წარმომადგენლობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/28.md
