---
title: "მუხლი 28 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/28"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/28

1. მთავრობის წარმომადგენლობა (შემდგომში – „წარმომადგენლობა“) წარმოადგენს მთავრობის გამგებლობაში არსებულ დაწესებულებას.

2. წარმომადგენლობა იქმნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.

3. წარმომადგენლობა იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით.

4. წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას მთავრობა ახორციელებს მთავრობის აპარატის მეშვეობით.

5. წარმომადგენლობის დებულებაზე, რომელსაც მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ვრცელდება ამ კანონის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

6. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მთავრობასთან შეთანხმებით.

7. წარმომადგენლობის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.

8. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თანამდებობაზე ინიშნება მთავრობის უფლებამოსილების ვადით, ხოლო, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე – წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადით.

9. წარმომადგენლობა ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.
თავი X
სამსახურებრივი
ზედამხედველობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/29.md
