---
title: "მუხლი 30 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/30"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/30

1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება კანონმდებლობას.

2. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლში მითითებულ თანამდებობის პირთა/ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუ­წონ­ლობის მოტივით.

3. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს მის პირველ მოადგილეს.

4. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის, ან/და ახალი მოქმედების შესრულების შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 25 ნოემბრის კანონი №17 - ვებგვერდი, 30.11.2020 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/31.md
