---
title: "მუხლი 32 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/32"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/32

1. სამართლებრივი დავა სამინისტროებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებს შორის წყდება ქვემდებარეობის წესით, თუ კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული დავის გადაწყვეტის სხვა წესი.

2. სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის წყვეტს მინისტრი.

3. სამართლებრივ დავას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იმ დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედის, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 25 ნოემბრის კანონი №17 - ვებგვერდი, 30.11.2020 წ.
თავი XI
ურთიერთობა უმაღლეს საბჭოსთან

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/33.md
