---
title: "მუხლი 36 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/36"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/36

1. მთავრობის ცალკეული წევრი, გარდა მთავრობის თავმჯდომარისა, ვალდებულია წელიწადში არანაკლებ ერთხელ,  უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გააკეთოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ (მინისტრის საათი). მოხსენება ასევე უნდა შეეხოს იმ საკითხებს, რომლებიც მინისტრის წინაშე იქნება დასმული.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეული წევრების უმაღლესი საბჭოს წინაშე წარდგომის განრიგი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/37.md
