---
title: "მუხლი 5 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/5"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/5

მთავრობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონ­სტი­ტუციებისა და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინი­ს­ტროე­ბის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და საქ­ვეუწ­ყებო დაწესებულებების დე­ბუ­ლებებს;
გ) ამტკიცებს მთავრობის აპარატის დებულებასა და სტრუქტურას;
დ) ქმნის მთავრობის სათათბირო ორგანოებს და ამტკიცებს მათ დებუ­ლე­ბებს;
ე) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აფხაზეთის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის მინისტრის აქტი;
ვ) შეიმუშავებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექ­ტს;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს;
თ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას უმაღლეს საბჭოში;
ი)
ქმნის საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს (კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა ან/და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სამინისტრო), გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამტკიცებს აღმას­რუ­ლე­ბელი ხელისუფლების დაწესებულებებში თანამდებობათა სარგოებს;
ლ) ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მარ­თვას;
მ) ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნას, მართვასა და მხარდაჭერას;
ნ) მონაწილეობას იღებს ეკონომიკური, სოციალური, ჯან­მრთე­ლობის დაც­ვის საკითხების გადაწყვეტაში, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ო) ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საარ­ქივო საქმიანობის მართვას;
პ) უფლებამოსილებას ანიჭებს  სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს) მთავრობის სახელით განახორციელოს ქმედება ან/და გასწიოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას;
ჟ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 მარტის კანონი №08-ს - ვებგვერდი, 03.04.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/6.md
