---
title: "მუხლი 8 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/8"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/8

1. მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

2. მთავრობის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თა­ნამ­­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამ­დე­ბობის პი­რებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას;
ე) უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს;
ვ) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
ზ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს;
თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
ი) წარადგენს კანონის პროექტს უმაღლეს საბჭოში;
კ) ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კა­ნო­ნებს;
ლ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხას;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ნ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის კა­ნონ­მ­დე­ბლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 22 ივლისის კანონი №12-რს - ვებგვერდი, 24.07.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/9.md
