---
title: "მუხლი 9 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/9"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 4834559"
adopted: "2020-03-25"
consolidated_as_of: "2026-07-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-07-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/9

1. მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს მოთხოვნით - სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.

2. მთავრობის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მინისტრი მთავრობის თავმჯდომარის დავალებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილი არ არის:
ა) გამოიყენოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები;
ბ) განკარგოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება.

4. (ამოღებულია - 22.07.2026, №12-რს).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 22 ივლისის კანონი №12-რს - ვებგვერდი, 24.07.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4834559-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebi/10.md
