---
title: "მუხლი 1¹ — ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4864421-akhali-koronavirusit-sars-cov-2-gamowveuli-inpektsiis-covid-19-shedega/1-1"
law: "ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ"
article: "1^1"
identifier: "286"
adopted: "2020-05-04"
consolidated_as_of: "2021-10-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1¹ — ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-10-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ, მუხლი 1¹ (consolidated as of 2021-10-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4864421-akhali-koronavirusit-sars-cov-2-gamowveuli-inpektsiis-covid-19-shedega/1-1

1. ამ დადგენილებით, 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისთვის გათვალისწინებული ღონისძიების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნებისათვის, დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის მიწოდება და/ან ადმინისტრირების ხელშეწყობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის.

2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, აღმოუჩინონ დახმარება ფიზიკურ პირებს 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

3. დაევალოთ ყადაღისგან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ/ პასუხისმგებელ სუბიექტებს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო და კერძო აღმასრულებელი) ამ დადგენილებით გათვალისწინებული გასაცემლების (კომპენსაცია/სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)) მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის  უზრუნველყოფა.

4. დაევალოს სსიპ − შემოსავლების სამსახურს, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული გასაცემლების (კომპენსაცია/სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)) ფარგლებში არ გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალება/ყადაღა).
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №522 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4864421-akhali-koronavirusit-sars-cov-2-gamowveuli-inpektsiis-covid-19-shedega/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4864421-akhali-koronavirusit-sars-cov-2-gamowveuli-inpektsiis-covid-19-shedega/2.md
