---
title: "მუხლი 11. საინფორმაციო და წამახალისებელი ფინანსური ღონისძიებები — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/11"
law: "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 4873932"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საინფორმაციო და წამახალისებელი ფინანსური ღონისძიებები — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/11

1. საქართველოს მთავრობა შენობების ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და წიაღისეულ საწვავზე მომუშავე გათბობის ქვაბების ალტერნატიული, უფრო მდგრადი საშუალებებით ჩანაცვლების წახალისების მიზნით უზრუნველყოფს:
ა) შენობების ან შენობების ნაწილების მესაკუთრეებისა და დამქირავებლებისთვის/მოიჯარეებისთვის შენობების ენერგოეფექტურობის, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების, მათი მიზნის/დანიშნულების, შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების ანგარიშების, შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხარჯეფექტური საშუალებებისა და არსებული ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის, მეთოდოლოგიური მასალებისა და სახელმძღვანელოების მომზადებასა და გავრცელებას;
ბ) შენობების ენერგოეფექტურობის სფეროში მომუშავე ექსპერტებისთვის შესაბამისი ტრენინგებისა და სერტიფიცირების ან/და აკრედიტაციის შესახებ გზამკვლევებისა და სხვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
გ) ადმინისტრაციული ორგანოების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობებისთვის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებში მითითებული რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების შესაბამის ეროვნულ გეგმებში ასახვას;
დ) ყოველ 3 წელიწადში შენობების ენერგოეფექტურობის წამახალისებელი ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების ნუსხის შედგენას, მათ შორის, იმ ფინანსური ინსტრუმენტების განსაზღვრას, რომლებიც ხელს შეუწყობს შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, და განახლებას;
ე) ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობას.

2. შენობის რეკონსტრუქციის დროს მისი ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად ფინანსური ღონისძიებების გამოყენებისას, დასახული მაჩვენებლის მისაღწევად გათვალისწინებული უნდა იქნეს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი კრიტერიუმი:
ა) შენობის განახლების სამუშაოებისთვის გამოყენებული მასალის ან აღჭურვილობის ენერგოეფექტურობა. იგი უფლებამოსილმა მემონტაჟემ უნდა დაამონტაჟოს;
ბ) შენობაში ენერგიის დაზოგვის გამოსათვლელი სტანდარტული პირობები;
გ) შენობის რეკონსტრუქციის შედეგად ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, რაც დასტურდება რეკონსტრუქციამდე და მის შემდეგ გაცემული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების შედარებით;
დ) ენერგოაუდიტის შედეგები;
ე) სხვა შესაბამისი, გამჭვირვალე და პროპორციული მეთოდის შედეგები, რომლებიც ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

3. შენობის მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას ენერგოეფექტურობის წამახალისებელი ღონისძიებების შეთავაზების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ხარჯოპტიმალური დონე.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
თავი III. პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/12.md
