---
title: "მუხლი 12. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების ან შენობის სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასების განუხორციელებლობა — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/12"
law: "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 4873932"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების ან შენობის სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასების განუხორციელებლობა — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/12

1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განუხორციელებლობა გამოიწვევს შესაბამისად შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის დაჯარიმებას:
ა) 150 მ
2
-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;
ბ) 150 მ
2
-დან 250 მ
2
-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;
გ) 250 მ
2
-დან 500 მ
2
-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;
დ) 500 მ
2
ან 500 მ
2
-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასების განუხორციელებლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის დაჯარიმებას:
ა) 150 მ
2
-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;
ბ) 150 მ
2
-დან 250 მ
2
-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;
გ) 250 მ
2
-დან 500 მ
2
-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;
დ) 500 მ
2
ან 500 მ
2
-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/13.md
