---
title: "მუხლი 14. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილზე განუთავსებლობა — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/14"
law: "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 4873932"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილზე განუთავსებლობა — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/14

1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილზე განუთავსებლობა გამოიწვევს შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის ან დამქირავებლის/მოიჯარის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 10 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობით.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/15.md
