---
title: "მუხლი 16. გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განუხორციელებლობა — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/16"
law: "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 4873932"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განუხორციელებლობა — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/16

1. ამ კანონის მე-8 მუხლით ან/და 8
1
მუხლით გათვალისწინებული შენობაში არსებული გათბობის სისტემის ან/და შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების განუხორციელებლობა გამოიწვევს შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის ან შესაბამისი სისტემის მესაკუთრის დაჯარიმებას:
ა) 150 მ​
2
-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;
ბ) 150 მ​
2
-დან 250 მ​
2
-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;
გ) 250 მ​
2
-დან 500 მ​
2
-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;
დ) 500 მ​
2
ან 500 მ​
2
-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობით.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/17.md
