---
title: "მუხლი 17. დამოუკიდებელი ექსპერტის პასუხისმგებლობა — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/17"
law: "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 4873932"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. დამოუკიდებელი ექსპერტის პასუხისმგებლობა — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/17

1. ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ამ კანონის მე-8 მუხლით ან/და 8
1
მუხლით გათვალისწინებული შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიშის ან/და შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიშის გადაცემის წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის ან/და შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიშის ან/და შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიშის სამინისტროსთვის ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/18.md
