---
title: "მუხლი 18. ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/18"
law: "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 4873932"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/18

1. დამრღვევის დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სამინისტრო.

2. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, დაჯარიმების შესახებ დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

3. დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დაეკისრება საურავი ჯარიმის თანხის ოდენობით და მის გადასახდელად განესაზღვრება 30 კალენდარული დღის ვადა.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/19.md
