---
title: "მუხლი 2¹. რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგია — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/2-1"
law: "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "2^1"
identifier: "matsne 4873932"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2¹. რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგია — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 2¹ (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/2-1

1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას და საჯარო კონსულტაციების გამართვის შემდეგ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენას. „საჯარო კონსულტაციების შედეგების შეჯამება“ შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის დანართია.

2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის დამტკიცებას, რომელიც ითვალისწინებს 2050 წლისთვის შენობების ენერგოეფექტურ და დეკარბონიზებულ შენობებად რეკონსტრუქციას, რითაც მიიღწევა ამ შენობების თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობებად ხარჯეფექტური ტრანსფორმაცია.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
თავი II. შენობებისა და შენობების ნაწილების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/3.md
