---
title: "მუხლი 6. თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/6"
law: "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 4873932"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/6

1. ყველა ის შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2029 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ მოთხოვნებს.

2. ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება 2027 წლის 30 სექტემბრის შემდეგ იქნება წარდგენილი, უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.

3. თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულო არ არის, როდესაც ამ შენობის ექსპლუატაციის პერიოდში მისი ხარჯეფექტურობის მაჩვენებელი უარყოფითია.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/7.md
