---
title: "მუხლი 10. ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა — ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/10"
law: "ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 4873938"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა — ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/10

1. სამინისტრო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.

2. ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს):
ა) წინა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შედეგების ანალიზს;
ბ) სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირებს;
გ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებს, ენერგეტიკული და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად;
დ) სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის საშუალებებს და ანგარიშგების გეგმას;
ე) ღონისძიებების დაფინანსების წყაროებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/11.md
