---
title: "მუხლი 12. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები — ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/12"
law: "ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 4873938"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები — ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/12

1. ადმინისტრაციული ორგანოები უზრუნველყოფენ ენერგიის მოხმარების ეფექტურობისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციების დანერგვას.

2. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების მიზნით ადმინისტრაციული ორგანო ხელს უწყობს ენერგომომსახურების მიმწოდებელსა და ენერგომომსახურების მიმღებს შორის ურთიერთობას. კერძოდ, საქართველოს მთავრობა:
ა) ეკეგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებებით ენერგომომსახურების მიმწოდებელს ხელს უწყობს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაში;
ბ) დადგენილებებით განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესს ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის.
[
ბ) დადგენილებებით განსაზღვრავს საჯარო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესს ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის.
(ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)]
3. ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო ვალდებულია:
ა) მუდმივად იზრუნოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშემშლელი პირობების შემცირებასა და აღმოფხვრაზე. თუ ენერგიის მიმწოდებელი ან ენერგიის გამანაწილებელი აფერხებს ენერგომომსახურებაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, სამინისტრო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის შეწყვეტა და დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუში;
გ) უზრუნველყოს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება;
დ) უზრუნველყოს ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიების სიის (ეს სია მოიცავს ამ კომპანიების ვებგვერდების მისამართებს, სადაც ხელმისაწვდომია ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე აღნიშნული კომპანიების მიერ ენერგიის საშუალო მოხმარების პროფილის, შესადარებელი საბოლოო მომხმარებლების პროფილების, ენერგიის მოხმარების ხელსაწყოების ობიექტური ტექნიკური მახასიათებლებისა და იმ ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ამ ხელსაწყოების მოხმარება) და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ექსპერტების რეესტრის ხელმისაწვდომობა;
ე) სახელმწიფო და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს და დაამტკიცოს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესები.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2556 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4405 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4404 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1693 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/13.md
