---
title: "მუხლი 14. სატრენინგო პროგრამები — ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/14"
law: "ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 4873938"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. სატრენინგო პროგრამები — ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/14

1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით, ეკეგ-ის შესაბამისად ამტკიცებს სატრენინგო პროგრამებს:
ა) მრეწველობასა და ტრანსპორტის სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის;
ბ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელი პირებისთვის;
გ) ენერგომენეჯერებისა და შენობის მიერ ენერგიის მოხმარებაზე გავლენის მქონე ელემენტების მემონტაჟეებისთვის;
დ) შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის;
ე) შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის.

2. სატრენინგო პროგრამით მომზადებულ ექსპერტთა სიას ადგენს სამინისტრო და მას საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/15.md
