---
title: "მუხლი 16. შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და მისი ღონისძიებები — ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/16"
law: "ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 4873938"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და მისი ღონისძიებები — ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/16

1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს შენობების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების გრძელვადიან სტრატეგიას.

2. შენობების განახლებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს:
ა) შენობების მიმოხილვას;
ბ) შენობის ტიპისა და კლიმატური ზონის, აგრეთვე შენობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მისი განახლების გამომწვევი პოტენციური ფაქტორების გათვალისწინებით შენობის განახლების ხარჯეფექტური მიდგომების დადგენას;
გ) შენობების მნიშვნელოვანი, ხარჯეფექტური განახლების სტიმულირებისთვის პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას, რაც გულისხმობს შენობების ეტაპობრივ, მნიშვნელოვან განახლებას და ხელს უწყობს ხარჯეფექტურ ღონისძიებებს;
დ) პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების მიმოხილვას, რაც გულისხმობს შენობების სექტორში, აგრეთვე ბაზარზე არსებული გამოწვევების მიმოხილვას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას;
ე) პოლიტიკასა და შესაბამის ღონისძიებებს, რომლებიც  ყველა საჯარო შენობისთვისაა გამიზნული;
ვ) ისეთი ინიციატივების მიმოხილვას, რომელთა მიზანია „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების ხელშეწყობა, სამშენებლო სექტორსა და ენერგოეფექტურობის სფეროში უნარების გაძლიერება და განათლების წახალისება;
ზ) მოსალოდნელი ენერგოდანაზოგებისა და მეტი სარგებლის მიღების, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, დასაბუთებას/შეფასებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია დამტკიცების შემდეგ სამდივნოს უნდა წარედგინოს.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/17.md
