---
title: "მუხლი 27. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი — ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/27"
law: "ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 4873938"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი — ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/27

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმს ადგენს სამინისტრო.

2. დამრღვევმა ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა უნდა გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, დაჯარიმების შესახებ დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

3. დაკისრებული ჯარიმის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება საურავი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმის თანხის 0,01%-ის ოდენობით. ჯარიმისა და საურავის საურავის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმა და საურავი დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად.

4. ამ კანონით (გარდა ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა პირს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორების ვალდებულებისგან. დარღვევის 6 თვის ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება ჯარიმის თანხის სამმაგი ოდენობით.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/28.md
