---
title: "მუხლი 29. კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების ვადები — ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/29"
law: "ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 4873938"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების ვადები — ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/29

1. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები უნდა ადგენდეს სულ მცირე 2 შუალედურ პერიოდს 2030 წლის 31 დეკემბრამდე და უნდა უზრუნველყოფდეს იმავე პუნქტით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.

2. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები 2023 წლის 1 იანვრამდე ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ იმ შენობაზე, რომლის საერთო სასარგებლო ფართობი 500 მ
2
-ს აღემატება. 2023 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მოთხოვნები გავრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ  იმ შენობაზე, რომლის საერთო ფართობი 250 მ
2
-ს აღემატება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/30.md
