---
title: "მუხლი 7. სამინისტროს მიერ პროგრამების, ღონისძიებებისა და საქმიანობების პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და განხორციელება — ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/7"
law: "ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 4873938"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. სამინისტროს მიერ პროგრამების, ღონისძიებებისა და საქმიანობების პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და განხორციელება — ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/7

სამინისტრო საერთაშორისო და რეგიონალურ დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციითა და თანხების მობილიზაციით პოპულარიზაციას უწევს, ხელს უწყობს და ახორციელებს შენობების, მრეწველობის, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში შემდეგ პროგრამებს, ღონისძიებებსა და საქმიანობებს:
ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვა;
ბ) შენობების, მრეწველობის, ტრანსპორტის, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის წახალისება;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების, ქუჩების განათებისა და ტრანსპორტის ენერგომახასიათებლების გაუმჯობესება, ენერგოსაკონსულტაციო პროგრამები;
დ) მრეწველობაში ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამები;
ე) სატრანსპორტო საშუალებების ეკომართვის საინფორმაციო კამპანიების წარმოება;
ვ) ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების, მათ შორის, ენერგოეფექტური ღუმლებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების დანერგვის, პროგრამები.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/8.md
