---
title: "მუხლი 8. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი — ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/8"
law: "ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 4873938"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი — ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/8

1. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი, როგორც პირველადი ენერგიის მოხმარების, ისე ენერგიის საბოლოო მოხმარების დანაზოგის რაოდენობა, განისაზღვრება ეკეგ-ით. გრძელვადიანი მიზნებისთვის შეიძლება განისაზღვროს დამატებითი ინდიკატური (საორიენტაციო) სამიზნე მაჩვენებელი.

2. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში ენერგიის საპროგნოზო მოხმარება;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
გ) ენერგიის დაზოგვის ხარჯეფექტური დარჩენილი პოტენციალი;
დ) მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი;
ე) ენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ცვლილებები;
ვ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოხმარება, ატომური ენერგიის მოხმარება (არსებობის შემთხვევაში), ნახშირორჟანგის ჩაჭერისა და დასაწყობების ინფრასტრუქტურის მშენებლობა (არსებობის შემთხვევაში);
ზ) წინა პერიოდში განხორციელებული ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შედეგები.

3. სამინისტრო, სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულებისა და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრის თაობაზე ანგარიშგების წესის შესაბამისად, სამდივნოს წარუდგენს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულებისა და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრის თაობაზე ყოველწლიურ ანგარიშს.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/9.md
