---
title: "მუხლი 10. საკურორტო და სარეკრეაციო კატეგორიის ტყე — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/10"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "10"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. საკურორტო და სარეკრეაციო კატეგორიის ტყე — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/10

1. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეს მიეკუთვნება:
ა) კურორტის სანიტარიული დაცვის ზონაში მდებარე ტყე;
ბ) სამკურნალო დაწესებულებიდან ან მინერალური წყაროდან 1 კმ-ის რადიუსში მდებარე ტყის უბანი. შესაბამისი მანძილი წყალგამყოფით იზღუდება;
გ) ქალაქის ან სხვა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყე, რომელსაც მოსახლეობა მასობრივი დასვენებისთვის, ტურისტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისთვის იყენებს.

2. საკურორტო და სარეკრეაციო ტყის მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტყის საკურორტო-გამაჯანსაღებელი თვისებების, ლანდშაფტის, მნიშვნელოვანი ბუნებრივი ელემენტებისა და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება. აკრძალულია ყველა ქმედება, რომლებმაც შეიძლება მათზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/11.md
