---
title: "მუხლი 11. სამეურნეო კატეგორიის ტყე — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/11"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "11"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სამეურნეო კატეგორიის ტყე — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/11

1. სამეურნეო ტყეს მიეკუთვნება ტყე, რომელიც არ არის ამ კოდექსის მე-8−მე-10 მუხლებით განსაზღვრული კატეგორიის ტყე.

2. სამეურნეო კატეგორია ენიჭება ტყეს, რომელიც ასრულებს ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციებს და რომელშიც შესაძლებელია ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელდეს ტყითსარგებლობის ყველა სახე.

3. სამეურნეო ტყის მდგრადი მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტყისა და ტყის ქვეშ ჩამოყალიბებული ნიადაგის დაცვა, ნაყოფიერებისა და მისგან გამომდინარე სარგებლის შენარჩუნება.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე (ფართობზე), ტყის მართვის ამოცანიდან და გარემო პირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დროებით აიკრძალოს ტყითსარგებლობა ან/და დაწესდეს სხვა შეზღუდვები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/12.md
