---
title: "მუხლი 17. ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/17"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "17"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/17

1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტყის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებთა იდენტობა და კულტურა, აგრეთვე ტყის მართვის ტრადიციები.

2. ტყესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას.

3. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
თავი II
უფლებამოსილება სატყეო პოლიტიკის, საქართველოს ტყის მართვისა და ზედამხედველობის სფეროში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/18.md
