---
title: "მუხლი 18. სამინისტროს კომპეტენცია — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/18"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "18"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. სამინისტროს კომპეტენცია — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/18

1. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ტყის მართვის დარგობრივი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ბ) ტყის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
გ) საქართველოს ტყის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა) ფუნქციური დანიშნულებით დაყოფა „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის“ შესაბამისად;
დ) ტყის აღრიცხვის სისტემის ორგანიზება;
ე) ტყის მართვის სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება;
ვ) სახელმწიფო ტყის მართვის გეგმისა და კერძო საკუთრების ტყის მართვის გეგმის დამტკიცება;
ზ) ტყის მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია;
თ) ტერიტორიისთვის სახელმწიფო, მუნიციპალური ან კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ შუამდგომლობის შემუშავება;
ი) ტერიტორიისთვის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა) ტყის სტატუსის შეწყვეტის ან ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის შემუშავება;
კ) სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოსი და მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოსი) საქმიანობის სამართლებრივი და დარგობრივი კონტროლის განხორციელება;
ლ) ტყის მართვის ორგანოსთვის რეკომენდაციების შემუშავება;
მ) ტყის ეროვნული აღრიცხვის განხორციელება.

2. სამინისტრო ხელს უწყობს ტყის ნებაყოფლობითი და დამოუკიდებელი სერტიფიცირების პროცესის დანერგვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/19.md
