---
title: "მუხლი 20. მუნიციპალიტეტის კომპეტენცია — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/20"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "20"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. მუნიციპალიტეტის კომპეტენცია — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 20 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/20

მუნიციპალური ტყის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოს შექმნა;
ბ) ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
გ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
დ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზებაში მონაწილეობა;
ე) ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის მუნიციპალური ტყის საზღვრების კორექტირების შესახებ წინადადების წარდგენა;
ზ) მუნიციპალური ტყის მართვის გეგმის დამტკიცება;
თ) ამ კოდექსით დადგენილი წესით მუნიციპალური ტყის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის განსახორციელებლად (გარდა იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს მხოლოდ ტყის მართვის ორგანო) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გაცემა და ხელშეკრულების დადება;
ი) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღკვეთა და ამ ფაქტების შესახებ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/21.md
