---
title: "მუხლი 24. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/24"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "24"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/24

1. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა შედგება ტყის ეროვნული აღრიცხვისგან, ტყეთმოწყობისა და საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემისგან.

2. „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულებას შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტრო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/25.md
