---
title: "მუხლი 25. ტყის ეროვნული აღრიცხვა — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/25"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "25"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. ტყის ეროვნული აღრიცხვა — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 25 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/25

1. ტყის ეროვნულ აღრიცხვას ახორციელებს სამინისტრო საქართველოს ტყის ტერიტორიაზე 10 წელიწადში ერთხელ. ტყის ეროვნული აღრიცხვა სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით.

2. ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ტყის მდგომარეობისა და მისი მრავალფეროვნების შესახებ.

3. ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება მუდმივ სანიმუშო ფართობებზე დაკვირვებითა და მონიტორინგით.

4. ტყის ეროვნული აღრიცხვის განხორციელების წესი დგინდება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/26.md
