---
title: "მუხლი 30. წლიური სამოქმედო გეგმა — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/30"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "30"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. წლიური სამოქმედო გეგმა — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/30

1. წლიური სამოქმედო გეგმა შემუშავდება ტყის მართვის გეგმის, ტყითსარგებლობის გეგმის ან/და ტყის სპეციალური გამოკვლევის შედეგების/მასალების საფუძველზე და დეტალურად აღწერს დაგეგმილ, წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

2. წლიური სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
ა) დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელების ტერიტორიის მდებარეობისა და ფართობის შესახებ;
ბ) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მოცულობისა და განხორციელების მეთოდების შესახებ;
გ) დაგეგმილ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების/საქმიანობის სახეებისა და მოცულობის შესახებ.

3. წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე ტყითმოსარგებლეს ეკრძალება ტყის ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის (გარდა ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისა) გამოყენება.

4. კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს კერძო მესაკუთრე. სახელმწიფო ტყის ან მუნიციპალური ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო.
თავი IV
ტყით საერთო სარგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/31.md
