---
title: "მუხლი 32. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის მოწესრიგება — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/32"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "32"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის მოწესრიგება — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/32

1. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოწესრიგდეს ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი საინფორმაციო ნიშნების განთავსებით.

2. ტყის ტერიტორიაზე საინფორმაციო ნიშნები იმ ადგილებში უნდა განთავსდეს, სადაც არის საერთო სარგებლობის გზა, სატყეო გზა და ბილიკი და ისინი გადის ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის ზონაში ან ამ ზონის მომიჯნავე ტერიტორიაზე.

3. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის მოქმედება უნდა გაუქმდეს და უნდა მოიხსნას ტყის ტერიტორიაზე განთავსებული საინფორმაციო ნიშნები − შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნები, თუ აღარ არსებობს ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი.

4. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნების გამოყენების წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/33.md
