---
title: "მუხლი 33. ტყეში საქონლის ძოვება — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/33"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "33"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ტყეში საქონლის ძოვება — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/33

1. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო ან მუნიციპალურ ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორიები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ტყის ფუნქციიდან ან/და მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია.

2. ტყეში საქონლის ძოვების ადგილები გამოიყოფა და შესაბამისი კვოტები დგინდება ტყის მართვის გეგმის ან წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოყოფილ ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.

3. ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქონლის ძოვების ადგილების გამოყენება შესაძლებელია დროებით შეიზღუდოს, თუ ეს აუცილებელია ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განსახორციელებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/34.md
