---
title: "მუხლი 34. ტყეში ცეცხლის დანთება — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/34"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "34"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. ტყეში ცეცხლის დანთება — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 34 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/34

1. ტყეში ცეცხლის დანთება დასაშვებია ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ამ ადგილებში უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.

2. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის გაწმენდის მიზნით ტყის მავნებელ- დაავადებებით დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული ხეტყის ნარჩენების ტყეში დაწვა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს ტყეს, არ გააუარესებს მისი ნიადაგის ხარისხს ან არ შექმნის ტყეში ხანძრის გაჩენის საშიშროებას.

3. ტყის მესაკუთრე ან ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია ხანძრის თავიდან აცილების მიზნით სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ცეცხლის დანთება განსაზღვრული დროით შეზღუდოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/35.md
