---
title: "მუხლი 35. ტყის რესურსების მოპოვება — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/35"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "35"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. ტყის რესურსების მოპოვება — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/35

1. ტყით საერთო სარგებლობა გულისხმობს პირადი მოხმარების მიზნით ტყეში (გარდა კერძო საკუთრების ტყისა) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების, აგრეთვე ფიჩხის თავისუფალ ხელმისაწვდომობას.

2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების თავისუფალი ხელმისაწვდომობა შესაძლებელია შეიზღუდოს:
ა) ტყის სტატუსისა და ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით;
ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ტყის მესაკუთრე ან ტყის მართვის ორგანო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/36.md
