---
title: "მუხლი 36. ტყით საერთო სარგებლობის უფლების ფარგლები — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/36"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "36"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. ტყით საერთო სარგებლობის უფლების ფარგლები — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 36 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/36

1. ტყით საერთო სარგებლობის უფლება მოიცავს ამ უფლებით მოსარგებლე პირის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ტყეს და დაიცვას მისი სიმდიდრე, ხოლო ისეთი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც ბუნებრივ გარემოს აზიანებს, აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს.

2. დაუშვებელია ტყით საერთო სარგებლობის უფლებით მოსარგებლე პირის მიერ ტყეში ინვაზიური ან/და გენეტიკურად მოდიფიცირებული სახეობების შეტანა, ტყის დაცვის ქიმიური და სხვა საშუალებების გამოყენება.

3. ტყით საერთო სარგებლობის უფლება კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში გულისხმობს გადაადგილებისა და დასვენების მიზნით მის ხელმისაწვდომობას.
თავი V
ტყით სპეციალური სარგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/37.md
