---
title: "მუხლი 38. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/38"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "38"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 38 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/38

1. აკრძალულია ტყით სპეციალური სარგებლობა შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

2. ფიზიკური პირი საშეშე მერქანზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ხეტყეს ამზადებს ტყის მართვის ორგანოს მიერ გაცემული ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე, ამ კოდექსის 93-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას დასაშვებია საქართველოს ტყით (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობა ტყითსარგებლობის დოკუმენტის გარეშე. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ტყის მართვის ორგანოს გონივრულ ვადაში შეატყობინოს სათანადო საქმიანობის დაწყების შესახებ და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართოს მას საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის ვადაში.

4. დაინტერესებული პირი ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“−„ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ტყით სპეციალური სარგებლობის სახეებს ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იდება შესაბამისი აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად. ამ ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ეხება ტყის მართვის ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამეურნეო ჭრის განხორციელებას.

5. ამ კოდექსის შესაბამისად ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.
საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/39.md
