---
title: "მუხლი 39. ტყის მართვის ორგანოს მიერ სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელება — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/39"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "39"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. ტყის მართვის ორგანოს მიერ სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელება — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 39 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/39

1. ტყის მართვის ორგანო ტყის მდგრადი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ამ კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მერქნის დასამზადებლად ახორციელებს სახელმწიფო ტყით სპეციალურ სარგებლობას. ამასთანავე, ხეტყე შეიძლება დაამზადოს ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ტყის მართვის ორგანოს ზედამხედველობით.

2. ტყეში ხეტყის ნარჩენების მოპოვებისა და ბოძით, სარითა და ჭიგოთი სარგებლობის უფლების მესამე პირისთვის გადაცემის წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.
საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/40.md
