---
title: "მუხლი 40. ტყით სპეციალური სარგებლობის დაგეგმვის საფუძველზე განხორციელება — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/40"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "40"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. ტყით სპეციალური სარგებლობის დაგეგმვის საფუძველზე განხორციელება — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 40 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/40

1. ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება დაგეგმვის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვის ძირითადი მოთხოვნები გამომდინარეობს ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებიდან.

3. ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვისას უპირატესობა ენიჭება ტყით გრძელვადიან სარგებლობას და ტყით მრავალფუნქციურ სარგებლობას, რომელიც ტყითსარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელებას ითვალისწინებს.

4. ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვისას სავალდებულოა ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ზიანს არ აყენებს გარემოსა და მისი ბიომრავალფეროვნების მდგრადობას, ცხოველთა სამყაროს, კულტურის/ისტორიულ და ბუნების ძეგლებს.

5. ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვისთვის შემუშავდება წლიური სამოქმედო გეგმა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/41.md
