---
title: "მუხლი 45. სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების საფუძველი — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/45"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "45"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების საფუძველი — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 45 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/45

1. სამეურნეო ჭრა ხორციელდება მერქნის მოპოვების მიზნით, თუ უზრუნველყოფილია ტყის სასარგებლო ბუნებრივი თვისებებისთვის ზიანის მიუყენებლად მერქნის თანაბარი და უწყვეტი მოპოვების პირობები.

2. სამეურნეო ჭრა ხორციელდება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომებში. კორომში ძირითადად იჭრება მწიფეზე უხნესი ხეები, რაც ხელს უწყობს მის გაახალგაზრდავებას (გაჯანსაღებას).

3. სამეურნეო ჭრით ხეტყე მზადდება ტყის 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/46.md
