---
title: "მუხლი 46. ტყის 31 გრადუსიდან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე არსებულ კორომში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სპეციალური მოთხოვნები — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/46"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "46"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. ტყის 31 გრადუსიდან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე არსებულ კორომში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სპეციალური მოთხოვნები — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 46 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/46

1. ტყის 31 გრადუსიდან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე არსებულ კორომში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისას კორომის სიხშირე არ უნდა გახდეს 0,5-ზე ნაკლები.

2. ტყის 31 გრადუსიდან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე არსებულ კორომში სამეურნეო ჭრით დამზადებული ხეტყის გატანა დასაშვებია მხოლოდ დაცურებით, საბაგირო ან საჰაერო ტრანსპორტით, ცოცხალი გამწევი ძალით.

3. ტყის 31 გრადუსიდან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე არსებულ კორომში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სპეციალური მოთხოვნები დგინდება ტყის მართვის გეგმის საფუძველზე და მათი შესრულება სავალდებულოა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/47.md
